2 დღეში მიხეილ სააკაშვილის შტაბი იხსნება, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს

09.10.23 16:09
2 დღეში  მიხეილ სააკაშვილის შტაბი იხსნება, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს

მიმდინარე კვირას მიხეილ სააკაშვილის შტაბი იხსნება, რომელსაც ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს. 

ახალი ინფორმაცია ე.წ. 7 ნოემბრის საქმის განხილვისას თავად მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა, რომელიც სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო. 

ორ დღეში სოფო ჯაფარიძე, რომელიც არის ჩემი წარმომადგენელი და ძალიან კარგი ლიდერი, ხსნის მიხეილ სააკაშვილის ოფისს" - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. 

კომენტარი გააკეთა თავად სოფო ჯაფარიძემაც. მისი თქმით, შტაბში ის ადამიანები შეიკრიბებიან, რომლებსაც არ უნდათ რუსეთი. 

მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა საზოგადოებრივი მისაღების გახსნა, რომელსაც, დიახ, გავხსნი 2 დღეში და ეს იქნება ადგილი, სადაც შეიკრიბებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ რუსეთი, არ უნდათ ქვეყნის ამ მდგომარეობაში ყოფნა. მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აზრი, პოზიცია, თუ როგორ ხედავენ ისინი გამარჯვების ფორმულის შექმნას", - თქვა სოფო ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები