NATO საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო გემების განთავსებას გმობს

09.10.23 16:24
NATO საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო გემების განთავსებას გმობს

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში ცვლილებები დაამტკიცა, სადაც NATO გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო გემების განთავსებას.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი გმობს რუსეთის განზრახვას, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ოკუპანტი ქვეყნის განზრახვა, NATO-ს შეფასებით, ემუქრება შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაციის შეტანას.

NATO ასევე უმკაცრესად გმობს რუსეთის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ, უკანონო და
უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ აგრესიულ ომს, ასევე აფხაზეთისა და საქართველოს სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას.

NATO ემხრობა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ კავშირში გაერთიანებას, მათ შორის უმნიშვნელოვანესია საკვანძო დემოკრატიულ რეფორმების გატარება. 

 

 

მსგავსი სიახლეები