უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ადგილი ჩვენთანაა - NATO-ს გენმდივნის მოადგილე

09.10.23 16:15
უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ადგილი ჩვენთანაა - NATO-ს გენმდივნის მოადგილე

"უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ადგილი ჩვენთანაა," - ეს განცხადება NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯაოანამ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გააკეთა.

როგორც NATO-ს გენმდივნის მოადგილე ამბობს, ამ ქვეყნების ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაერთიანება გარდაუვალია. 

როგორც რუმინელმა ვიცი, როგორც უკვე აღვნიშნე უკრაინასთან მიმართებით, ასევე მოლდოვისა და საქართველოს ადგილი არის ჩვენთან. დასავლეთ ბალკანეთის ადგილი არის ჩვენთან, როგორც ევროპის და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრების და ვიცი, რომ ეს მოხდება. ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. ესაა გადაწყვეტილება, რომ ყველა ჩვენგანი, ჩვენი ყველა დემოკრატია გაერთიანდეს," - განაცხადა მირჩა ჯაოანამ.

მსგავსი სიახლეები