მიზანმიმართული ქმედება თუ ტექნიკური ხარვეზი - რატომ წყდებოდა სააკაშვილის ხმა კრიტიკულ მომენტში?
შვიდი ნოემბრის საქმის განხილვა 27 ოქტომბრისთვის გადაიდოო. დღევანდელი პროცესით უკმაყოფილოა სააკაშვილის დაცვის მხარე.
ექსს პრეზიდენტს სალაპარაკო ბევრი ჰქონდა, მაგრამ მისი ხმა დარბაზში არ ისმოდა. "ვივა-მედიდან" ჩართვის დროს სიგნალი შეფერხებებით მოდიოდა.
სააკაშვილმა დაიწყო თუ არა საუბარი ამერიკის მიერ დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეზე ხმა გაწყდა. ადვოკატებს ეჭვი აქვთ, რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთეს.
ჩვენ პენიტენციური სამსახურისგან ბუნებრივია დაბრკოლებების, ბარიერების და ხარვეზების შექმნა არ გვიკვირს. ახლა იყო ნათელი მაგალითი იმის თუ როგორ შეიძლება, ადამიანს სიტყვით გამოსვლაში შეუშალო ხელი და ფრაგმენტ-ფრაგმენტ გვასმენინეს მიხეილ სააკაშვილის საუბარი.
ახლა არ შემიძლია იმის თქმა მიზანმიმართული იყო თუ არა, იქ თაგვმა ინტერნეტის კაბელი გადაღრღნა თუ ვიღაცამ ინტერნეტის ღილაკი გათიშა. როდესაც დღეს ვნახეთ ამდენი ხარვეზი, ბუნებრივია ეს არ ემსახურება არანაირ ჯანსაღ ინტერესს",- ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია
გიული ალასანია შესაბამის სამსახურებს ახსენებს, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა:
მთელი მსოფლიო მუშაობს დღეს ამ რეჟიმში, ადამიანები სხვა ქალაქში ცხოვრობენ და მუშაობენ, ეს ყველაფერი ონლაინ ხდება, არავის არ აქვს პრობლემა, რატომ მაინცდამაინც ამ სასამართლოში და ამ დარბაზში ეს ხდება ყოველ ჯერზე. ლაპარაკი სამწუხაროდ ვერ გავიგე და იქნებ წერილობითი ფორმით შესაძლებელი იყოს წარმოადგინოს ან ფეისბუქზე გამოაქვეყნონ, რომ გაიგონ რაზე იყო ლაპარაკი"- აცხადებს ალასანია.