ფემიციდი ლამბალოში - 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს.
საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა. სკოლის მოსწავლის მკვლელს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ პოულობს. იძებნება 28 წლის კაცი, ვინც 14 წლის გოგოზე კახეთში ჯერ იძალადა და შემდეგ იარაღით მოკლა.