რა გეგმა აქვს პრემიერს ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით?

09.10.23 17:38
რა გეგმა აქვს პრემიერს ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით?

რა გეგმა აქვს ირაკლი ღარიბაშვილს ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით? - პრემიერმა ახალი განკარგულება გამოსცა, რომლითაც ირკვევა , რომ სააკაშვილის დროს დეპუტატებისთვის აშენებული კომპლექსი საოფისედ უნდა გადაკეთდეს, ამაში კი ათასობით ლარი დაიხარჯება. რა გაკეთდება შნეობაში, ჯერჯერობით უცნობია.

ქუთაისში მდებარე შენობა ხუთი წელია მიტოვებულია, მიმდებარე ტერიტორია კი საძოვრადაა ქცეული.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ამბობს, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანა არ მოხდება და ამ შენობას საოფისედ ამზადებენ. გიორგი კაკაურიძს თქმით, იქ აიტი ჰაბი განთავსდება.

არ იწყება ქუთაისის პარლამენტის რეაბილიტაცია, იწყება გათბობა-გაგრილების სისტემა  და ეს არის არა პარლამენტისთვის, არამედ ადმინისტრაციული შენობა, რომელიც საჭიროა იქ ტექნოლოგიური რესურსების გავითარებისთვის. პარლამენტისთვის არ არის ეს. აიტი ტექნოლოგიების გავითარებას მოხმარდება ეს ინფრასტრუქტურა, - ამბობს გიორგი კაკაურიძე. 

ოპოზიცია ხეილსუფლებას ამ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს. 

შენობა წლებია არის მიგდებული ძროხების საბალახოდ არის გადაქცეული ტერიტორია და ახლა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ გასცა განკარგულება და ისინი აპირებენ მილიონობით ლარის დახარჯვას აბსოლუტურად გაურკვეველი ფუნქცის მინჭებისთვის იმ შენობისთვის, სადაც უნდა ყოფილიყო საქართველოს პარლამენტი და ქუთაისისთვის, ქუთაისელებისთვის, მთელი იმ რაიონისთის უნდა მოეტანა ძალიან ბევრი ბენეფიტი, - ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ამბობს, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანა არ მოხდება და ამ შენობას საოფისედ ამზადებენ. გიორგი კაკაურიძს თქმით, იქ აიტი ჰაბი განთავსდება. 

გიორგი 

მსგავსი სიახლეები