პარტიულ დაპირისპირებაზე გადაყოლილი სახელმწიფო ქონება - ბუაძე ქუთაისის პარლამენტზე

09.10.23 17:46
პარტიულ დაპირისპირებაზე გადაყოლილი სახელმწიფო ქონება - ბუაძე ქუთაისის პარლამენტზე

პარტიულ დაპირისპირებაზე გადაყოლილი სახელმწიფო ქონება, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე პრემიერის ახალ განკარგულებას, რომლის მიხედვიტაც ქუთაისის პარლამენტის შენობა საოფისედ გადაკეთდება.

ოპოზიციის წევრი ხელისუფლების გადაწყვეტილებას "უთავბოლოს" უწოდებს. მისი თქმით, გაუგებარია, რა მიზნით დახარჯავს ხელისუფლება 3 მლრდ ლარს შენობის რეაბილიტაციისთვის იმ დროს, როცა მისი ფუნქცია გაურკვეველია. 

ქუთაისის პარლამენტის შენობა არის „ქართული ოცნების“ უთავბოლობის და სამარცხვინო მმართველობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. ეს არის პარტიულ დაპირისპირებაზე გადაყოლილი სახელმწიფო ქონება, რომელსაც ეს ხელისუფლება წლების განმავლობაშ ეპყრობოდა უდიერად და ვხედავთ, რომ ახლა გაახსენდათ, რომ ქუთაისში არსებობს პარლამენტის ყოფილი შენობა, რომელიც არის ქართველი ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით აშენებული და აპირებენ, რომ 3 მლნ ლარი დაამატონ ბიუჯეტს იმისთვის, რომ წლების განმავლობაში მიგდებული ეს შენობა მოიყვანონ მწყობრში გაუგებარი მიზეზებით. ჩვენ არ ვიცით, რა ფუნქცია უნდა შეიძინოს ამ შენობამ, - ამბობს საბა ბუაძე. 

მსგავსი სიახლეები