გამარჯვების მთავარი გასაღები სწორედ ერთობაა - სოფო ჯაფარიძე
ოპოზიციაში ერთობა გადამწყვეტია - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა და მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც სოფო ჯაფარიძემ "პირველებს" განუცხადა, გაერთიანების პროცესში ის აქტიურადაა ჩართული.
ერთობა არის გადამწყვეტი, მთავარი გასაღები არის სწორედ ერთობა და მე პირადად, აქტიურად ვარ ჩართული ოპოზიციის საკითხებში და ძალიან აქტიურ მონაწილეობას ვიღებ იმაში, რომ რაც შეიძლება მალე ვიყოთ ერთიანები და მოვიპოვოთ ის გასაღები, რომელიც გარდაუვალ გამარჯვებას მოგვიტანს",-ამბობს სოფო ჯაფარიძე.
დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილის ოფისი 2 დღეში იხსნება. ოფისს სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს. ამ ოფისში საშუალება ექნებათ ამ პარტიის მხარდამჭერებს გამოხატონ თავიანთი შეხედულებები და პოზიციები.