ისრაელში შექმნილი ვითარება უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერას არ შეამცირებს - ევროკომისია

09.10.23 17:57
ისრაელში შექმნილი ვითარება უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერას არ შეამცირებს - ევროკომისია

ევროპული კომისია ისრაელში შექმნილი ვითარების მიუხედავად, უკრაინისადმი მხარდაჭერას არ შეამცირებს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა ბრიუსელში, ბრიფინგზე განაცხადა.

არაფერი არანაირად არ იმოქმედებს მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირი უკრაინას უწევს. ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, სანამ ამის საჭიროება იქნება", - ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი.

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია სულ მცირე 2506 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები