ოჩამჩირის პორტი, ეფ-ეს-ბე-ს აგენტი ფარცხალაძე და ოცნების მხილება - რა გზავნილები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე
ხელები არ ჩამოუშვათ - მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედის" პალატიდან ოპოზიციას მიმართავს და გაერთიანებისკენ მოუწოდებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავის გამოსვლა პრეზიდენტმა ისრაელის მხარდაჭერით დაიწყო. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების უკან რუსეთი დგას. ბევრი ისაუბრა ოჩამჩირეზე და აღნიშნა, რომ საგანგაშოა ამ თემაზე ხელისუფლების დუმილი.
პატიმარი პრეზიდენტის მიმართვის დიდი ნაწილი შიდა პოლიტიკას დაეთმო. ამბობს, რომ ახლა მსოფლიოც და საქართველოც უმნიშვნელოვანესი პროცესების პირისპირ დგას და ქვეყანამ ეს მომენტი უნდა გამოიყენოს. სააკაშვილი მზად არის, ხალხს მოუსმინოს. ორ დღეში თბილისში მისი ოფისი იხსნება, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.