შეცვლილი წესები პარლამენტში - კობახიძე საკუთარ გუნდს არ ენდობა?!
"ვიქნები კონსტიტუციური წყობილების გარანტი" - დეპუტატებს ფიცის ტექსტი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შეახსენა. შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას პრაქტიკულად მოუწოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაყენებას მხარი უნდა დაუჭირონ, რადგან ზურაბიშვილი არღვევს მთავარ კანონს, დეპუტატები კი ვალდებულები არიან, პრეზიდენტი გადააყენონ. ფიცის ტექსტში ამოკითხული ფრაზებით ოპოზიციასთან საუბარი "ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის მოახლოებული იმპიჩმენტის გამო დაიწყო.
მმართველი გუნდი რეგლამენტს ცვლის. თუ აქამდე თანამდებობის პირის იმპიჩმენტის პროცედურა ფარული იყო, ასე აღარ იქნება. მართალია, ეს არ ეხება სალომე ზურაბიშვილს, თუმცა ჩნდება კითხვა რაში სჭირდება "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილებები ღიად მიიღოს. არსებობს ინფორმაცია, რომ მმართველ გუნდში დეპუტატებს შორის უნდობლობა არსებობს. თანამდებობის პირის გადაყენებისთვის საჭირო კენჭისყრის ჩატარება კი ოცნებას უხსნის რისკს, რომელიმე დეპუტატმა საერთო პარტიული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა გაბედოს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის სიუჟეტში.