მურუსიძე, ჩინჩალაძე, შენგელია - აშშ-ს მიერ სანქციეუბლი მოსამართლეების საქმიანობა შესაძლოა, საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს

09.10.23 20:38
მურუსიძე, ჩინჩალაძე, შენგელია - აშშ-ს მიერ სანქციეუბლი მოსამართლეების საქმიანობა შესაძლოა, საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს

სასამართლო კლანის გავლენების დასასრულებლად არასამთავრობო სექტორი მოქმედებას იწყებს. დასანქცირებული მოსამართლეების სავარაუდო დანაშაულები შესაძლოა, საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს. თუ ამ ბერკეტს დეპუტატები მიიღებენ,  მაშინ კომისიის სხდომებზე ჩვენებს მისცემენ მოსამართლეები, რომლებიც შტატების შავ სიაში მოხვდნენ. ისინი მძიმე კითხვებზე თავის არიდებას ვეღარ შეძლებენ, რადგან  სხდომებზე მისვლა მათი ვალდებულება იქნება. საგამოძიებო კომისიას ექნება უფლება, მიიღოს ყველა დოკუმენტი, რომელსაც ამ დრომდე მალავენ.

საგამოძიებო კომისიის საშუალებით ზედაპირზე დაიდება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ გარიგებებს და კორუფციას უკავშირდება. ეს ხელისუფლებისთვის დიდი  გამოწვევაა, რადგან  მტკიცებულებებით იქნება დადასტურებული, ის, რაც აქამდე ვიცოდით - როგორ ასრულებს სასამართლო კლანი "ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთებს. ამიტომ არსებობს რისკი, რომ მმართველი პარტია პარლამენტში კარგად ნაცნობ პოლიტიკურ ხრიკს გამოიყენებს და ხელს შეუშლის კომისიის შექმნას. სხვა წინააღმდეგობა არ არსებობს. არასამთავრობოების მოთხოვნას უკვე აქვს თანხმობა ოპოზიციიდან და ოპოზიციასაც კომისიის შესაქმნელად საჭირო ხმები პარლამენტში.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები