უმძიმესი სამი დღე ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში - ჩართვა საომარი ეპიცენტრიდან

09.10.23 20:02
უმძიმესი სამი დღე ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში - ჩართვა საომარი ეპიცენტრიდან

 

 

 

უმძიმესი სამი დღე ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში. ამ წუთებში ღაზას სექტორში ლოკალური ბრძოლები მიმდინარეობს. ისრაელის არმია წინ მიიწევს და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებს დასახლებულ პუნქტებს. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ისრაელი მასშტაბური კონტრშეტევისთვის ემზადება. ქვეყანაში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული და რამდენიმე დღეში დიდი სახმელეთო სპეცოპერაცია დაიწყება. ეს იქნება პასუხი იმ თავდასხმაზე, რომელსაც ასეულობით ისრაელის მოქალაქე შეეწირა.

მთელი დღეა ისრაელის სხვადასხვა ქალაქები ისევ სარაკეტო თავდასხმის ობიექტია, თუმცა ქვეყნის თავდაცვის საჰაერო თავდაცვის სისტემა, იგივე რკინის გუმბათი, პრაქტიკულად ყველა იერიშს იგერიებს. მხოლოდ დღეს აშკელონისა და აშდოთის მიმართულებით ჰამასმა 120 რაკეტა გაუშვა. ბოლო მონაცემებით, ჰამასის თავდასხმებს 800-მდე ისრაელის მოქალაქე შეეწირა. დაშავებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასია. 400-ზე მეტი გარდაცვლილია ღაზას სექტორშიც.

რა ვითარებაა ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ინფორმაციით პირველებში გიორგი ხუხია გვიერთდება თელ-ავივიდან.

მსგავსი სიახლეები