რას უპირებს "ქართული ოცნება" ქუთაისის პარლამენტის შენობას
რას უპირებს "ქართული ოცნება" ქუთაისის პარლამენტის შენობას. პრემიერის განკარგულების მიხედვით ყოფილი საკანონმდებლო ორგანო ოფისებად გადაკეთდება. თუმცა მეტი ღარიბაშვილის დოკუმენტში არაფერი წერია.
ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ 3 მილიონი დაიხარჯება შენობის ტექნიკური გამართულობისთვის.
ერთ-ერთი ვერსიით, იქ ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობა იგეგმება, არ არის გამორიცხული, რომ შენობას გასაყიდადაც ამზადებდნენ. უკვე 5 წელია უნიკალური შენობა გამოკეტილია, მისი მიმდებარე ტერიტორია კი საძოვრებად არის ქცეული.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.