ილია დარჩიაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადის შეხვდა - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისრაელში განვითარებული მოვლენები განიხილეს. ილია დარჩიაშვილმა ისრაელის ელჩს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა და ისრაელის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული შეტევა დაგმო.