მძიმე პასუხი ვენეციის კომისიისგან "ოცნებას" - რეკომენდაციები არაა შესრულებული

09.10.23 22:06
მძიმე პასუხი ვენეციის კომისიისგან "ოცნებას" - რეკომენდაციები არაა შესრულებული

მძიმე პასუხი ვენეციის კომისიისგან "ქართულ ოცნებას" - სასამართლოს რეფორმაზე ვენეციის კომისიის ახალი დასკვნა ცნობილია. 

საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე ვენეციის კომისია პირდაპირ წერს, რომ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია. 

მთავარ გადაუჭრელ საკითხად ვენეციის კომისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმას ასახელებს. 

კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე სასამართლო რეფორმა დაიწყოს.

სასამართლოს რეფორმა ევროკავშირის 12-დან ერთ-ერთი წინაპირობაა. 

კრიტიკულ დასკვნაზე შეფასებას სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე  გიორგი ბურჯანაძეც ავრცელებს. 

ვენეციის კომისია მოუწოდებს მთავრობას დაიწყოს სასამართლო რეფორმა გაუმრთლებელი დაყოვნების გარეშე. 
მთავარი გადაუჭრელი საკითხია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმა, რომელიც მის ფუნქციებს და უფლებამოსილებებს, ასევე გადაწყვეტილების მიღების წესს და მისი წევრების არჩევის მიდგომას გადახედავს. 
კომისია აღნიშნავს რომ, მცირე ან ტექნიკური ცვლილებები კანონში არ არის ამ რეკომენდაციების შესრულება. 
მათი შეფასებით რეფორმის პროცესი უნდა იყოს დეტალური, ინკლუზიური, და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით წარმართული"- წერს ბურჯანაძე. 

მსგავსი სიახლეები