პრემიერ ღარიბაშვილს საკუთარი შვილი ამერიკაში მიჰყავს და ისრაელში თვითმფრინავიც არ გაუგზავნია - გეგელია
"ამ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ვერ მფარველობს საკუთარ მოქალაქეებს" - "ლელო საქართველოსთვის" წევრი გრიგოლ გეგელია საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს.
გეგელიამ "შაბათის ეთერის" სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება გაიხსენა და თქვა, რომ "პრემიერ ღარიბაშვილს საკუთარი შვილი ამერიკაში მიჰყავს და ისრაელში თვითმფრინავიც არ გაგვიგზავნია".
საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ერთ ბილეთში 3000 ლარი გადაიხადონ. თუ პრემიერ-მინისტრი ნახულობს იმის რესურს, რომ თავისი თინეიჯერი ბავშვი წაიყვანოს სადღაც, სახელმწიფოს მისივე მეთაურობის პირობებში, უნდა ჰქონდეს რესურსი, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ სახელმწიფოს იმისი ღირსება და შნო უნდა გააჩნდეს, რომ თვითმფრინავი გაგზავნოს და წამოიყვანოს ის ადამიანები, რომელთაც წამოსვლა სურთ და ამისი მატერიალური რესურსი არ გააჩნია - განაცხადა გეგელიამ.