მთავრობას აქვს რესურსი, ისრაელში თვითმფრინავი გაუშვან, თუმცა ისინი სამთავრობო თვითმფრინავებით შოპინგზე დადიან - წითლიძე
"ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც სამთავრობო თვითმფრინავებით ხან შვილი დაჰყავთ, ხან ვენაში და პარიზში ჩადიან შოპინგზე" - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე მმართველი პარტიის უმოქმედობას, რომელთაც ისრაელში საკუთარი მოქალაქეებისთვის თვითმფრინავის გაგზავნის სურვილი არ გამოუთქვამს.
ოპოზიციონერი დეპუტატი "ტვ პირველთან" საუბრის დროს აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ყველანაირი რესურსი გააჩნია საკუთარი მოქალაქეების სამშვიდობოს გამოყვანისთვის, თუმცა ამ შემთხვევაში, ხელისუფლების მონდომებასა და სურვილზეა დამოკიდებული.
ეს ადამიანები "ქართული ოცნების" არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო არიან ქვეყნიდან წასულები. ბოლო არჩევნებზე ეს ადამიანები, რომლებიც ისრაელში ემიგრაციაში იმყოფებიან, "ოცნების" ამომრჩევლები იყვნენ. ბიზნესი შეიძლება კეთილსინდისიერი ან არაკეთილსინდისიერი იყოს, "აირზენას" შესახებ უკვე ყველაფერი გასაგებია. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც სამთავრობო თვითმფრინავებით ხან შვილი დაჰყავთ, ხან ვენაში და პარიზში ჩადიან შოპინგზე. სახელმწიფოს იმისი რესურსი გააჩნია, რომ ერთი რეისი მაინც შეასრულოს ისრაელისკენ, აქ უბრალოდ მონდომებაზეა ყველაფერი - განაცხადა ანა წითლიძემ.