ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც სძულს ადამიანები - სერგო ჩიხლაძე
რატომ არ გზავნის ხელისუფლება თვითმფრინავს ისრაელში ჩარჩენილი ქართველების გამოსაყვანად - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი კომფორტისთვის იყენებს სახელმწიფო რესურს.
სერგო ჩიხლაძის თქმით, თბილის ჰყავს მერი, რომელიც "ამოიღლიავებს სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ თვითმფრინავს და გადაფრინდება პიჯაკების საყიდლად", თუმცა მაშინ, როდესაც მოქალაქეებს თვითმფრინავი სჭირდებათ, არსებული რესურსების გაღება მმართველ პარტიას არ სურს.
ქვეყანა რისთვის გვინდა, რომ ჩვენ, მოქალაქეებმა დაცულად ვიგრძნოთ თავი. ქვეყნის შიგნით და გარეთ სახელმწიფო იმედი უნდა მქონდეს და არა ცალკეული ადამიანების, რადგან ეს ადამიანი შეიძლება, იყოს ბოროტი. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც სძულს ადამიანები. ისინი მოქალაქეებზე კი არა, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. თბილისის მერი ამოიღლიავებს სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ თვითმფრინავს და გადაფრინდება პიჯაკების საყიდლად, მაგრამ როცა ადამიანებს სჭირდებათ, გაქრა უცბად თვითმფრინავი - აღნიშნა ჩიხლაძემ.