მიიყვანენ თუ არა იძულებით გამოკითხვაზე ენმ-ს ნაცემ დეპუტატს - რას აპირებს ირაკლი ეძგვერაძე
მიიყვანენ თუ არა იძულებით გამოკითხვაზე ნაცმოძრაობის დეპუტატს?ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც გლდანში "ოცნების" ზონდერ დაჯგუფებამ სცემა, სასამართლოში გამოკითხვაზეა დაბარებული, თუმცა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას და ჩვენების მიცემას, საკრებულოს წევრი არ აპირებს. განცხადება ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
დანაშაულის გამოძიების ნაცვლად, შსს ჩემს მეზობლებსა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლითაა დაკავებული. შესაბამისად, მაქვს სრული უნდობლობა, როგორც საგამოძიებო სტრუქტურების, ისე დასანქცირებული სასამართლოს მიმართ. ამ პირობებში მაქვს განცდა, რომ ჩემი ნებისმიერი ჩვენება შესაძლოა , გამოყენებულ იქნას ჩემს წინააღმდეგ. ქვეყანაში სადაც ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ლექტორებს, აბურდულ საქმეზე სუს-ში გამოკითხვაზე იბარებენ, რა ან ვინ მაძლევს მე უსაფრთხოების გარანტიას. ვაპირებ კონსტიტუციით, ჩემთვის მონიჭებული უფლებით, არ მივცე ჩვენება, რათა ჩემს მიმართ არ იყოს გამოყენებული. არ ვითანამშრომლო პოლიტიკურ პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან". - განაცხადა ეძგვერაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმის საქმეზე ამ დროისთვის, ექვსი პირია დაკავებული, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია გლდანელი ავტორიტეტი "პუშკინა", რომელიც თავდასხმაში მონაწილეობდა და მტკიცებულებები შაბათის ეთერში გასაჯაროვდა.