კედლის ჩამოშლის შედეგად დაზიანებული ათობით ავტომობილი - კალაძე პასუხისმგებლობას არ იღებს
მარიჯანის ქუჩაზე სადაც ძლიერი ქარის გამო სამშენებლო მასალა ჩამოიშალა და ათობით ავტომობილი დააზიანა, ვითარება მძიმე, თუმცა თბილისი მერი კახა კალაძე პასუხისმგებლობას არ იღებს და ამბობს რომ ინციდენტი ქალაქის ცენტრში ძველი ნაგებობის ჩამოშლის გამო მოხდა.
"არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული იმასთან დაკავშირებით, რომ მარიჯანის ქუჩაზე იყო მშენებარე ობიექტი. არანაირი მშენებარე ობიექტი იქ არ ყოფილა. ეს არის ძველი აშენებული შენობა "ცენტრ პოინტის" დაზარალებულების და ეს აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი მათგანია. ეს კონკრეტული შენობა-ნაგებობა ეკუთვნის "ცენტრ პოინტის" დაზარალებულ ოჯახებს, რომელიც არ აშენებულა, გაჩერებულია და მოგვიწევს აღნიშნული შენობის სრული დემონტაჟი, რომ იქ აშენდეს თანამედროვე შენობა-ნაგებობა, რათა ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა ნორმალურ პირობებში იცხოვრონ და იმ გადახდილი თანხებით რაც აქვთ, ჩვეულებრივად მიიღონ საცხოვრებელი ფართები. არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს", - განაცხადა კალაძემ.
ძლიერი ქარის გამო მარიჯანის ქუჩა გუშინ სტიქიის ეპიცენტრი გახდა - დაზიანებული ათობით ავტომობილი.