აუცილებელია სასამართლოს მართვის სისტემის გაჯანსაღება - ანა ნაცვლიშვილი

10.10.23 12:47
აუცილებელია სასამართლოს მართვის სისტემის გაჯანსაღება - ანა ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი სასამართლო სისტემაში მართვის მექანიზმის სრულად გაჯანსაღებისა და რეფორმის სრულფასოვნად ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. ოპოზიციის თქმით, ცალკეული ცვლილებები შედეგებს ვერ დადებს, რადგან სისტემას ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი რამდენიმე ადამიანი მართავს. 

ერთსა და იმავე ადამიანებს ორი და სამი თანამდებობა ერთდროულად სისტემაში არ შეიძლება ეჭიროთ. არ შეიძლება ადამიანი მუდმივად იყოს რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე. ერი თავმჯდომარეობიდან მეორეზე გადადიოდეს. არ შეიძლება სასამართლოს თავმჯდომარემ, პალატის თავმჯდომარე ამავე დროს იყოს იუსტიციის საბჭოს წევრი და ამავე დროს აქტიური სამოსამართლე კარიერაც შეძლოს კომპეტენტურად განახორციელოს. ჩვენი შეთავაზება იყო საკანონმდებლო მექანიზმების გაუქმება, რომელიც დღეს ხელისუფლების ნდობით აღჭურვილ რამდენიმე ადამიანს აძლევს მთელ ძალაუფლებას სასამართლო სისტემაში და ვენეციის კომისიის დასკვნაც ამბობს, რომ სანამ არ მოხდება მართვის სისტემის გაჯანსაღება და სრულყოფილი რეფორმა, ცალკეული ცვლილებები შედეგებს ვერ დადებს, - ამბობს ნაცვლიშვილი.

12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ "ქართულ ოცნებას" კრიტიკული დასკვნა გაუგზავნა. 18 გვერდიან დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ სასამართლო რეფორმა, რომელიც ქვეყნისთვის სტატუსის მისაღებად  ერთ-ერთი წინაპირობაა, შესრულებულად ვერ ჩაითვლება, რადგან "ოცნებამ" ახალი დოკუმენტი კომისიას ისე გაუგზავნა, რომ არცერთი  წინა რეკომენდაცია არ  გაითვალისწინა. საერთაშორისო სამართლის ექსპერტებმა პირდაპირ დაწერეს, რომ  სისტემის მთავარ პრობლემა ისევ კლანი, არაფორმალური მმართველობა და გავლენები რჩება. 

მსგავსი სიახლეები