ლაზარეს საქმე დასკვნით ეტაპზეა - დღეს სასამართლოს ჩვენებებს პოლიციელები მისცემენ

10.10.23 13:25
ლაზარეს საქმე დასკვნით ეტაპზეა - დღეს სასამართლოს ჩვენებებს პოლიციელები მისცემენ

ლაზარე გრიგორიადისის ციხიდან სასამართლოში მიიყვანეს. სამოქალაქო აქტივისტის საქმე, რომელსაც გამოძიება პოლიციელების დაწვის მცდელობას ედავება, დასკვნით ეტაპზეა. დღეს პროკურორების და ადვოკატების კითხვებს  5 პოლიციელი უპასუხებს. საუბარია სამართალდამცველებზე,  რომლებიც ამტკიცებენ,  რომ  პოლიციის კუთვნილი ავტომობილების დაწვის  თვითმხილველები გახდნენ.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ამბობს, რომ მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები არაფერს ნიშნავს, რადგან საქმეში არცერთი ნეიტრალური მოწმე არ არის.

პოლიციელები აფიქსირებენ იმას, რომ „კი, ჩვენ დავინახეთ, რომ ესა და ეს პიროვნება იყო ლაზარე გრიგორიადისი. ეს არაფერს ნიშნავს. არცერთი ნეიტრალური მოწმე არ არის საქმეზე, სადაც ამას ამბობს, ხომ მიმდინარეობდა აქცია, რატომ არ არის არცერთი ნეიტრალური მოწმე, რატომ არ არიან მისი მეგობრები, რატომ არ არიან სხვა მოქალაქეები. არიან მხოლოდ პოლიციელები და თუ 4 პოლიციელის ჩვენების საფუძველზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი უმძიმეს დანაშაულზე, ვერ გეტყვით, - ამბობს ადვოკატი. 

ლაზარეს მამა კი დარწმუნებულია, რომ სასამართლო პრემიერის დავალებას ასრულებს. 

პრემიერის სურვილია, რომ ლაზარე დიდხანს დაჯდეს და ამ ყველაფერს ასრულებს მოსამართლე ზედმიწევნით. მე ვიტყოდი, რომ ყველაფერს გააკეთებენ ის მოწმეები, სასამართლო, პოლიცია, ერთად ტანდემში უსრულებენ მთავრობას, რაც უნდათ მათ. ეგ არის და ეგ. კლანით მართული სასამართლოა, - ამბობს ბექა გრიგორიადისი. 

 

მსგავსი სიახლეები