ვინ ჩააგდო ბავშვების სიცოცხლე საფრთხეში - მარიჯანის ქუჩაზე მცხოვრებლები მერიის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

10.10.23 14:02
ვინ ჩააგდო ბავშვების სიცოცხლე საფრთხეში - მარიჯანის ქუჩაზე მცხოვრებლები მერიის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

ვის ეკუთვნის ობიექტი მარიჯანის ქუჩაზე, რომლის ჩამოშლის შედეგადაც ათობით ავტომობილი დაზიანდა და ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? - ადგილობრივები ეჭვობენ, რომ შენობის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ხორციელდებოდა.

ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ეზოში მუდმივად ბავშვები თამაშობენ და უბედურ შემთხვევას სასწაულით გადაურჩნენ. 

კედელი გადმოინგრა. დემონტაჟი მიმდინარეობს ამ კორპუსის და არ ვიცი, ან ნორმების დაცვა არ იყო, რის გამო მოხდა ვერ გეტყვით, მაგრამ იმის გამო მოხდა, რომ არასწორად იყო აქ რაღაც გაკეთებული. ფაქტია, 15 წელია ასე დგას ეს კორპუსი და არ ჩამონგრეულა და ახლა გადმოინგრა. როგორც ვიცით, „ცენტრ პოინტის“ სახლია და მერიამ გასცა, რომ უნდა დანგრეულიყო და ახალი აშენებულიყო. ბავშვები დარბიან ხოლმე, თამაშობენ. ეს არის ჩვენი ერთადერთი ეზო და რავიცი..., - ამბობს ადგილობრივი.

კიდევ ერთი ადგილობრივი კი ამბობს, რომ შენობის დემონტაჟს მერიის კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს, რომელიც საქმეს მაინც და მაინც პასუხისმგებლობიანად არ უდგება. 

მერიის კონტრაქტორი კომპანიაა რომელიღაცა, რომელიც ანგრევს. დემონტაჟი, ზოგადად, მიმდინარეობს ერთი ორი წელია, მაგრამ რეალურად, საქმიანად არ უდგებიან. მთელი ზაფხული არაფერი გაუკეთებიათ აბსოლუტურად. ფიზიკურად არ ხდებოდა დანგრევა ანუ ერთი დღე იმუშავებდნენ, მერე ერთი კვირა ისვენებდნენ, - ამბობს ადგილობრივი. 

მარიჯანის ქუჩაზე ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა, რამაც ავტომობილები დააზიანა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მომხდარის შემდეგ კახი კალაძე თავს იმართლებს და ამტკიცებს, რომ ნაგებობა "ცენტრ პოინტს" ეკუთვნის და მის დემონტაჟს იწყებს. ამის მიუხედავად, ირკვევა, რომ ნაგებობა ამ კომპანიის მფლობელობაში წლებია აღარ არის და დემონტაჟიც  დაწყებულია.

მსგავსი სიახლეები