ივანიშვილს არაფერი წმინდა არ გააჩნია - "ლეიბორისტული პარტია" მთავრობის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

10.10.23 13:49
ივანიშვილს არაფერი წმინდა არ გააჩნია - "ლეიბორისტული პარტია"  მთავრობის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო შემოსვლა საქართველოში - "ლეიბორისტები" მთავრობის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ,.

შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის საქართველოში არაფერი წმინდა არ დატოვა.

ოლიგარქიული რეჟიმი იყენებს ყველა კატაკლიზმას ვერაგული გეგმების განსახორციელებლად.  

"ლეიბორისტული პარტია" ასაჩივრებს მთავრობის გადაწყვეტილებას, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო შემოსვლაზე.

ჩვენ პატივს ვცემთ ჩინურ კულტურას, ცივილიზაციას, ხალხს, მაგრამ მილიარდ ნახევრიანი ქვეყნისთვის ასეთ დაცლად სახელმწიფოში უვიზო რეჟიმის შემოტანა, ეს არის განაჩენი გამოტანილი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და მომავლის წინააღმდეგ, თან ამას ემატება არასტაბილური რუსეთისა და ირანისათვის უვიზო რეჟიმი და შეიძლება, ძალიან მალე შეიძლება დადგეს ჟამი, როდესაც აქ სხვა ხალხის ჟრიამული იქნება და მოგონება დაგვრჩება საქართველოზე. საკუთარი ბიზნეს-ინტერესების გამო, სადამდე შეიძლება წავიდეს ოლიგარქი ივანიშვილი. არაფერი წმინდა არ გააჩნია". - განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები