"ჰამასის" თავდასხმა ისრაელზე საზარელი და ბარბაროსულია - შოლცი

10.10.23 14:03
"ჰამასის" თავდასხმა ისრაელზე საზარელი და ბარბაროსულია - შოლცი

"ჰამასის" თავდასხმა ისრაელზე საზარელი და ბარბაროსულია - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცის თქმით, ტერორი ვერ გაიმარჯვებს.

ჰამასის თავდასხმა ისრაელზე საზარელი და ბარბაროსულია. ებრაული სახელმწიფოსთვის ამ ბნელ საათებში ჩვენ - გერმანია და საფრანგეთი მტკიცედ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ამაში მე პირადად დავარწმუნე პრემიერი ნეთანიაჰუ. ტერორი ვერ გაიმარჯვებს. სიძულვილი ვერ გაიმარჯვებს. ძალადობა ვერ გაიმარჯვებს. ისრაელი დაიცავს საკუთარ თავს და თავის მოქალაქეებს. მტკიცედ და ურყევად ვდგავართ ისრაელის გვერდით". - განაცხადა შოლცმა.

მსგავსი სიახლეები