ამ ტიპის ეროვნულ ბანკში არცერთ კვალიფიციურ და პატიოსან ადამიანს მუშაობა არ მოუნდება - გიორგი კეპულაძე

10.10.23 14:09
ამ ტიპის ეროვნულ ბანკში არცერთ კვალიფიციურ და პატიოსან ადამიანს მუშაობა არ მოუნდება - გიორგი კეპულაძე

"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი ეროვნულ ბანკში დაწყებულ რღვევის პროცესს ეხმიანება და ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებმაც უწყება დატოვეს, შესაძლოა, ზეწოლის ქვეშ მუშაობა არ სურთ. გიორგი კეპულაძე არ გამორიცხავს, რომ ეროვნულ ბანკში წასულების ადგილზე ისეთი ადამიანები დაასაქმონ, რომლებიც "ოცნების" დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებენ. მისი თქმით, თურნავას მიერ მართულ უწყებაში არცერთ კვალიფიციურ და პატიოსან კადრს მუშაობა არ მოუნდება. 

როგორც ჩანს, ამ ადამიანებს არ უნდათ ამ პირობებში მუშაობა ან მათ ავალებენ ისეთ რამეს, რაზედაც ისინი ვერ გახდებიან ხელმომწერები და სამწუხაროდ, კვალიფიციური და პატიოსანი საჯარო მოხელეების ნაცვლად, შესაძლოა, მათ ადგილას ვიხილოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე მოუწერენ ხელს „ქართულ ოცნებას“ და მათთან დაკავშირებულ ეროვნული ბანკის დღევანდელ ხელმძღვანელს. ძალიან სამწუხარო პროცესია, რადგან ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე დგას, ზოგადად, ფინანსური სისტემის სტაბილურობა. ეროვნულ ბანკში დგება, სამწუხაროდ, კვალიფიკაციის და კადრების პრობლემა, რადგან ამ ტიპის ეროვნულ ბანკში არცერთ კვალიფიციური და პატიოსან ადამიანს მისვლა არ მოუნდება. ეს შესაძლებელია გაგრძელდეს, ამიტომ საჭიროა, მდგომარეობის რაც შეიძლება სწრაფად განმუხტვა,- ამბობს კეპულაძე. 

ნათია თურნავას  გადაწყვეტილების შემდეგ ეროვნულ ბანკში რღვევა გრძელდება. საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინეს.

ცნობილია, რომ ვიცე პრეზიდენტების და ეიჩარის შემდეგ ბანკი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმაც დატოვა.

მსგავსი სიახლეები