პრემიერი თავის ქების რეჟიმშია: "ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია"

10.10.23 14:22
პრემიერი თავის ქების რეჟიმშია: "ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია"

პრემიერი ისევ თავის ქების რეჟიმზეა - მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სიღარიბე და უმუშევრობა მნიშვნელოვნად შეამცირა. 

ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში, ბოლო 10 წელიწადში - ირწმუნება პრემიერი.

მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე "ისტორიულ მინიმუმამდეა". 

"იცით რომ ჩვენ ბოლო პერიოდში, ბოლო 3 წელიწადში, ასე ვიტყოდი, საკმაოდ შევამცირეთ სიღარიბე, უმუშევრობა. სიღარიბე და უმუშევრობა დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე. თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებელი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა იყო 27%-ზე მეტი, დღეს არის 17% დაახლოებით უმუშევრობის მაჩვენებელი და სიღარიბე არის 15%-ზე ჩამოსული, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში, ბოლო 10 წელიწადში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები