"ოცნება განზრახ მოქმედებს, რათა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი"- ანა ნაცვლიშვილი

10.10.23 15:05
"ოცნება განზრახ მოქმედებს, რათა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი"- ანა ნაცვლიშვილი

ოცნება განზრახ მოქმედებს, რათა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ამის შესახებ "ლელო-საქართველოსთვის" ლიდერი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სასამართლოს რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას აცხადებს. 

მისი თქმით, "ლელოს", დიდი ხანია სასამართლოს  კანონპროექტი დიდი ხანია მზად აქვს, რომლის განხილვასაც ოცნება პარლამენტში ბლოკავს. 

„ვენეციის კომისიის დასკვნა ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა, სასამართლოს რეფორმა ხელისუფლებას არ გაუტარებია, რაც ადასტურებს, რომ ოცნება განზრახ მოქმედებს, რათა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
ჩვენ, ლელოს, დიდი ხანია მზად გვაქვს სასამართლოს რეფორმის ხედვა და შესაბამისი კანონპროექტი, რომლის განხილვასაც ოცნება ხელოვნურად, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, პარლამენტში ბლოკავს. ლელოს ხედვა რომ გაეთვალისწინებიათ, თორმეტი პუნქტის სასამართლოს რეკომენდაცია ახლა შესრულებულად ჩაითვლებოდა.“ წერს ლელოს დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.

მძიმე პასუხი ვენეციის კომისიისგან "ქართულ ოცნებას" - სასამართლოს რეფორმაზე ვენეციის კომისიის ახალი დასკვნა ცნობილია. 

საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე ვენეციის კომისია პირდაპირ წერს, რომ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია. 

მთავარ გადაუჭრელ საკითხად ვენეციის კომისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმას ასახელებს. 

კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე სასამართლო რეფორმა დაიწყოს.

სასამართლოს რეფორმა ევროკავშირის 12-დან ერთ-ერთი წინაპირობაა. 

 

მსგავსი სიახლეები