ტყემალაძე ამტკიცებს, რომ არ იცის, ვინ აჯახებდა მანქანას ოპოზიციონერ დეპუტატს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ამტკიცებს, რომ არ იცის, ვინ აჯახებდა მანქანას ოპოზიციონერ დეპუტატს.
მისი8 თქმით, ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად, არც ის ვიცი, ვინ მონაწილეობდა, ვინ მანქანით იყო და ვინ რას აჯახებდა. შეიძლება რაღაც კადრი ვნახო, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, ის პიროვნება ვინ არის". - ამბობს გიორგი ტყემალაძე.
გლდანელი "პუშკინა" ისევ ხელშეუხებელია - ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის მიუხედავად, ის გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. არადა მის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები " შაბათის ეთერმა" ჯერ კიდევ 10 დღის წინ გაასაჯაროვა.
"პუშკინა", იგივე გიორგი მჭედლიშვილი იმ ავტომობილს მართავდა, რომელიც ირაკლი ეძგვერაძეზე დაჯახებას ცდილობდა და რომელიც რამდენიმეწამიანი უწყვეტ კადრში ჩანს.
მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე საგამოძიებო უწყებამ საჭიროდ არც "ოცნების" წევრი საკრებულოს დეპუტატების დაბარება მიიჩნია, მათ შორის უწყებაში არ მისულა კოტე ზარნაძე, გლდანის მაჟორიტარი, რომელსაც ოპოზიცია თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს.