უმრავლესობის წევრი ენმ-ს დეპუტატისთვის მანქანის დაჯახების მცდელობაში პრობლემას ვერ ხედავს
უმრავლესობის წევრი ოთარ გრიგოლია ენმ-ს დეპუტატისთვის მანქანის დაჯახების მცდელობაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ კადრებში ვერაფერი კატასტროფული ვერ დაინახა.
გრიგოლიას თქმით, მას რომ ვინმემ ანალოგიური გაუკეთოს და მანქანის დაჯახება სცადოს, პრობლემა არ ექნება.
"პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე, "მე რომ ვცადო, ავტომობილი დაგაჯახოთ, არ დამკითხავს გამოძიება?" - გრიგოლია პასუხობს, რომ არა.
ვერ ვხედავ ვერანაირ ეჭვის საფუძველს პოლიციის მოქმედებებში. თქვენ ახლა, სავარაუდოდ, საკითხის ჰიპერბოლიზებას აკეთებთ. მე არ ვიცი ეს საკითხი. მე მაგ კადრებში ვერაფერი კატასტროფული ვერ დავინახე.
რაზე უნდა დაკითხო, მანქანამ მოუხვია თუ არა? აბსოლუტურად არაადეკვატურია თქვენი კითხვა. რაც არ უნდა ყოფილიყო, არავინ არ დაზიანებულა. მე რომ ასეთი რამე ვინმემ გამიკეთოს, საერთოდ არ მექნება პრობლემა". - განაცხადა ოთარ გრიგოლია.
გლდანელი "პუშკინა" ისევ ხელშეუხებელია - ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის მიუხედავად, ის გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. არადა მის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები " შაბათის ეთერმა" ჯერ კიდევ 10 დღის წინ გაასაჯაროვა.
"პუშკინა", იგივე გიორგი მჭედლიშვილი იმ ავტომობილს მართავდა, რომელიც ირაკლი ეძგვერაძეზე დაჯახებას ცდილობდა და რომელიც რამდენიმეწამიანი უწყვეტ კადრში ჩანს.
მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე საგამოძიებო უწყებამ საჭიროდ არც "ოცნების" წევრი საკრებულოს დეპუტატების დაბარება მიიჩნია, მათ შორის უწყებაში არ მისულა კოტე ზარნაძე, გლდანის მაჟორიტარი, რომელსაც ოპოზიცია თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს