დედოფლისწყაროში ნაგავსაყრელზე კაცს ტრაქტორმა გადაუარა - შუახნის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა
უბედური შემთხვევა კახეთში - დედოფლისწყაროში შუახნის კაცს ტრაქტორმა გადაუარა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის კუთვნილ ნაგავსაყრელზე ამავე კომპანიის თანამშრომელი ტრაქტორიდან გადმოვარდა, რომელმაც სხეულზე გადაუარა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.