ერთ-ერთი ვერსიით, 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულმა დაკავებისას გაქცევა სცადა
14 წლის მოზარდის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა დაკავების დროს პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევას ცდილობდა.
ინფორმაციას "ტვ პირველს "თვითმხილველები უდასტურებენ. 28 წლის შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრება, ახლა გლდანის ციხეშია და სამარტოო საკანში ადვოკატებს და პროკურორებს ელოდება.
წინასწარი ინფორმაციით, ასიმ ასლანოვი დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს ჯერ არ აღირებს.
ცნობისთვის, 9 ოქტომბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ასიმ ასლანოვს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა.