რუსეთი და ბელარუსი ტერაქტს გეგმავენ, რომელსაც უკრაინულ მხარეს დააბრალებენ - NRC
რუსეთი და ბელარუსი ტერაქტს გეგმავენ, რომელსაც უკრაინულ მხარეს დააბრალებენ. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის (NRC) ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ტერორისტული აქტით რუსეთი და ბელარუსი თავს დაესხმებიან ბელარუსის ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურს.
FSB და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეთანხმდნენ ცრუ დროშის ოპერაციის ჩატარებაზე და შემდგომ ამის უკრაინული მხარისთვის დაბრალებაზე," - წერია უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის განცხადებაში.
NRC-ის ცნობით, ბენზინგასამართი სადგური ბელარუსის ბრესტის ოლქში, პრილუკის დასახლებიდან 2კმ-ში მდებარეობს და მასზე თავდასხმას დრონების საშუალებით აპირებენ.