ორბანი მთავარ მოკავშირედ - როგორ ესმით პრორუს სახელმწიფო ლიდერთან კავშირი "ოცნებას" და ოპოზიციას

10.10.23 17:27
ორბანი მთავარ მოკავშირედ - როგორ ესმით პრორუს სახელმწიფო ლიდერთან კავშირი "ოცნებას" და ოპოზიციას

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი საქართველოს მთავარ მოკავშირედ - როგორ ხსნიან "ქართულ ოცნებაში" ორბანთან პარტნიორობას და როგორ ესმის პრორუსი პოლიტიკოსის განცხადებები ოპოზიციას.

ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ რისთვის იყენებს "ოცნება" ორბანთან კომუნიკაციას, ნიშანდობლივია. მაგალითად, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლება ორბანთან მჭიდრო კავშირს NATO-ში გაწევრიანების ლობირებისთვის არ იყენებს. 

რა თქმა უნდა, ისიც ნიშანდობლივია, რომ ევროპულ სივრცეში ის, ვინც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ღია სიმპათიებს გამოხატავს და იძახის, რომ ყველაფრის მიუხედავად კანდიდატის სტატუსი მიეცით, არის ირლანდიის პარლამენტში ორი პუტინისტი მემარცხენე ექსტრემისტი, ანუ ანტიდასავლური განწყობის და უკრაინის მოწინააღმდეგე ძალების და ბატონი ორბანი, რომელიც ასევე გამოირჩევა ბოლო წლებში პუტინის რუსეთის მიმართ დაახლოებული პოზიციებით. ასეთი ხალხი რომ სიახლოვეს იჩენს, ეს ნიშანდობლივია.

მეორე მნიშვნელოვანი ამბავია, თუნდაც ასეთ ხალხთან რა არის გზავნილი ჩვენი რეჟიმის - იმის ნაცვლად, რომ ასეთ ხალხთან შეხვედრებს იყენებდეს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ლობირებისთვის, რუსეთის წინააღმდეგ პოზიციის გამკაცრებისთვის, უბრალოდ ერთ ხმაში უყვავებენ იმ პოზიციას, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო,“ - ამბობს გიგა ბოკერია.

"ლელოს" წევრისთვის, თაზო დათუნაშვილის განმარტებით, ღარიბაშვილისთვის ორბანი საუკეთესო მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება იყო სახელმწიფო თან ევროკავშირის წევრი და ამავდროულად პრორუსი ხელისუფალი.

ამ ადამიანთან ყველაზე მჭიდრო კავშირები გააბა ღარიბაშვილის ხელისუფლებამ, მარტივი მიზეზის გამო, მისთვის  ორბანი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირში თან იყოს და თან რუსეთის მსახური იყოს, იმიტომ, რომ ღარიბაშვილი, როგორც რუსეთის სამსახურში მყოფი პოლიტიკოსი ცდილობს ახლა, რომ რაღაც მაგალითი იპოვოს, რომელიც მისი პერსონაჟის და მათი პოლიტიკის გამართლება იქნება.
ვიქტორ ორბანთან ურთიერთობა ხდება, დიდი ალბათობით, მოსკოვის გავლით, სხვა არავითარი მჭიდრო ინტერესები უნგრეთს საქართველოში არ აქვს, საქართველოს უნგრეთში არ აქვს,“ - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

"ქართულ ოცნებაში" კი ორბანთან მჭიდრო კავშირით კმაყოფილები არიან და თვლიან, რომ მისი კრიტიკული განცხადებები ევროპელი ლიდერების მიმართ სამართლიანია.

ჩვენ ევროკავშირში გვყავს ისეთი გულმხურვალე სახელმწიფო, როგორიც გახლავთ სწორედ უნგრეთი, რომელიც სამართლიანად და დაბეჯითებით მოითხოვს, რომ საქართველოს მიეცეს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
 

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი - ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან - ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა.  

მსგავსი სიახლეები