7 ოქტომბერს იყო მეორე ჰოლოკოსტი ებრაელი ერის - სამხედრო ექსპერტი ეფრაიმ მიხაელი
„მე ვამბობ, რომ 7 ოქტომბერს იყო მეორე ჰოლოკოსტი ისრაელის ერის,“ - ასე აფასებს ისრაელის არმიის რეზერვისტების პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი ეფრაიმ მიხაელი „დღის ამბებში“ ისრაელში მიმდინარე მოვლენებს.
ეფრაიმ მიხაელის თქმით, რეზერვისტების სრული მობილიზება მოხდა და როგორც სამხედრო ექსპერტი ამბობს, ისრაელი პასუხს გასცემს "ჰამასს".
იყო დღეს აშდოდში განგაში ორჯერ, ოღონდ მესმის ჩვენი იარაღით ჩამოხსნილი რაკეტების ხმა, რკინის გუმბათი, რომელიც იცავს ისრაელის საჰაერო სივრცეს.
მე ვამბობ, რომ 7 ოქტომბერს იყო მეორე ჰოლოკოსტი ისრაელის ერის. ჰოლოკოსტი დავინახეთ ებრაელი ერის წინააღმდეგ, ასეთი რამ მსოფლიოს არ უნახავს, 2 საათში მოგვიკლეს 100-მდე ბავშვი, ქალი, კაცი და ნაჯახებით და კალაშნიკოვებით დაჩეხეს. არ არსებობს ადამიანი, რომ ასე გაიმეტოს ადამიანი, ისინი არიან ორფეხზე მოსიარულე არაადამიანები, ტერორისტებზე უარესები არიან, არ არიან ღირსი, რომ გააგრძელონ ცხოვრება ამ დედამიწაზე, ისინი უნდა წაიშალონ ისრაელის და მსოფლიო რუკიდან, გამოსავალი არ დაგვიტოვეს.ისეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდეს, რომ შებრალება რომ გვინდოდეს, ამის თავი აღარ გვაქვს, ჰამასის ყველა მებრძოლი უნდა მოკვდეს.
20 ათასი მებრძოლის ჰამასის, დაახლოებით, 10 ათასი ჯიჰად-ისლამის, ყველა უნდა იყოს ლიკვიდირებული და არა აყვანილი და გასამართლებული,“ - ამბობს ეფრაიმ მიხაელი.