ისრაელმა ეგვიპტე გააფრთხილა, რომ თუ ღაზას მოამარაგებენ, სატვირთოებს დაარტყამენ - მედია
ისრაელმა ეგვიპტე გააფრთხილა, რომ თუ ღაზის სექტორში რაიმე სახის დახმარებას შეიტანენ, სატვირთოები იერიშების სამიზნეები გახდებიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ამ მუქარიდან მცირე ხნის შემდეგ ეგვიპტური სატვირთოები, რომლებსაც საქონელი გადაჰქონდათ და ღაზაში შესვლას აპირებდნენ, საზღვრიდან, რაფას დერეფნიდან უკან გაბრუნდნენ. აქამდე კი, ამავე პუნქტთან ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს. The Times of Israel-ი წერს, რომ სატვირთოებს საწვავი და საკვები გადაჰქონდა. ისრაელის მე-12 არხი ირწმუნება, რომ იერიშის მიზანი იყო გზის დაზიანება, რათა ჰამასის მომარაგება არ გაგრძელებულიყო.