ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით დაბომბვა დაიწყო

10.10.23 18:36
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით დაბომბვა დაიწყო

ომის მეოთხე დღე ისრაელში - ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლეს. დაბომბვამდე საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში. 

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. ინფორმაციას CNN ისრაელში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 7 ოქტომბერს ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

მსგავსი სიახლეები