კფარ აზაში 40-მდე ბავშვი მოკლული იპოვეს, ზოგს თავი აქვს მოჭრილი
ომის მეოთხე დღე ისრაელში - კფარ აზაში 40-მდე ბავშვი მოკლული იპოვეს, ზოგს თავი აქვს მოჭრილი.
კიბუცში ჰამასის მებრძოლები 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმის შედეგად შეიჭრნენ. თავდასხმის შემდეგ დღეს პირველად მისცეს ჟურნალისტებს ადგილზე შესვლის უფლება.
i24 News-ის ჟურნალისტი ჯარისკაცებზე დაყრდნობით ჰყვება, რომ ჰამასის თავდასხმის შემდეგ სამხედროებს კიბუცში შემზარავი სურათი დახვდათ.
ზოგიერთ ჯარისკაცთან საუბრისას ისინი ყვებიან, რომ ამ ტერიტორიებზე ნახეს ჩვილების ცხედრები თავმოჭრილი და საწოლში დახვრეტილი ოჯახები“, - ამბობს ჟურნალისტი.