„რატომ გაილახა, თავად იცის“ - გაუსწორდნენ თუ არა ეძგვერაძეს პოლიტიკური ნიშნით?

10.10.23 20:23
„რატომ გაილახა, თავად იცის“ - გაუსწორდნენ თუ არა ეძგვერაძეს პოლიტიკური ნიშნით?

 

 

გაუსწორდნენ თუ არა ირაკლი ეძგვერაძეს პოლიტიკური ნიშნით?   პირდაპირი მტკიცებულება გამოძიებას დღეს საკრებულოს „ოცნების“ დეპუტატმა პირველების ეთერით მიაწოდა. ლადო ბოჟაძემ  აღიარა, რომ  ეძგვერაძეზე თავდასხმა საკრებულოს სხდომაზე  დაწყებული დაპირისპირების  გაგრძელება იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეზეა  ანგარიშსწორება სავარაუდო პოლიტიკური მოტივით. 

საკრებულოში ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა გამოძიებისთვის ეს საკმარისი არ არის. თავდასხმიდან  ორი კვირის შემდეგაც ამ სასტიკი ანგარიშწორების მთავარი ფიგურანტები არც კი გამოუკითხავთ. 
გამოძიებისთვის არც შაბათის ეთერის მიერ გასაჯაროებული კადრებია მნიშვნელოვანი.  კითხვები არ აქვთ იმ  პირის მიმართ, რომელიც ირაკლი ეძგვერაძეს ავტომანქანას აჯახებს. სამაგიეროდ, კარდაკარ ეძებდნენ ამ კადრების გამავრცელებელს. არ დაინტერესებულან არც კოტე ზარნაძით, რომელიც შესაძლოა, ამ თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყოს. 
დღეს „ოცნების“ დეპუტატები ფარად გადაეფარნენ კოლეგას  და კახი კალაძის  დასაყრდენს გლდანში.  ამ ფონზე ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც 40-მდე ზონდერის თავდასხმის ობიექტი გახდა, გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
 

მსგავსი სიახლეები