„სასამართლო რეფორმა შეუსრულებელია“ - კიდევ ერთი ყვითელი ბარათი „ოცნებას“

10.10.23 20:42
„სასამართლო რეფორმა შეუსრულებელია“ - კიდევ ერთი ყვითელი  ბარათი „ოცნებას“

 

 

„სასამართლო რეფორმა შესრულებული არ არის“ - კიდევ ერთი ყვითელი  ბარათი „ოცნებას“. ვენეციის კომისიამ დაადგინა, რომ სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, არაფერი გააკეთა. კლანის ისევ ხელშეუხებელია და ისევ გავლენებით სარგებლობს. საერთაშორისო ექსპერტები „ოცნებას“ პირდაპირ ეუბნებიან, რომ იუსტიციის საბჭოში ჰყავთ აშშ- ის მიერ დასანქცირებული მოსამართლეები, რაც აჩენს კორუფციის რისკებს, ამიტომ უნდა მოხდეს მათი საქმიანობის გამოკვლევა. 
 ვენეციის კომისია ასეთი მწვავე ბოლო პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა. გავლენიანი საერთაშორისო ჯგუფი პირდაპირ წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ არც წინა  შემთხვევაში და არც ახლა არცერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია. პროგრესი არსად ჩანს და, სავარუდოდ, არც მომავალში იქნება, რადგან „ოცნება“  შეცდომებს ისევ არ აღიარებს. 

მმართველ პარტიაში 18  გვერდიანი დოკუმენტი წაიკითხეს, უმწვავესი რეკომენდაციებიდან მხოლოდ დადებითი გზავნილები ამოკრიფეს და ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კარგად შეასრულეს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები