ჯგუფურ ძალადობაში მხილებულ ახალციხელ პატრულ–ინსპექტორს გირაო შეეფარდა
ჯგუფურ ძალადობაში მხილებულ ახალციხელ პატრულ–ინსპექტორს გირაო შეეფარდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხეში, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე მხილებულ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ–ინსპექტორს, გიორგი იაძეს და კიდევ ერთ პირს, 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 5 000– 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. უწყების ცნობით, სამართალდამცავმა თანმხლებ პირებთან ერთად ერთ-ერთ მოქალაქეზე იძალადა. გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა თანმხლებ პირთან ერთად, 2023 წლის 28 სექტემბერს, ქ. ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მოქალაქეზე, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.