სასამართლომ კონსერვატორიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

10.10.23 20:21
სასამართლომ კონსერვატორიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსერვატორიის სარჩელი თეა წულუკიანის მიერ კონსერვატორიაში არჩევნების გაუქმების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. ინფორმაციას კონსერვატორია Facebook გვერდზე აქვეყნებს.

განცხადებიდან ირკვევა, რომ კონსერვატორიამ სასამართლოს სარჩელით 2 ოქტომბერს მიმართა, თუმცა, უწყებამ არ დააკმაყოფილა კონსერვატორიის შუამდგომლობა. მათი თქმით, მოქმედ რექტორს ვადა 21 ოქტომბერს ეწურება, აქედან გამომდინარე, სასამართლო განხილვა აზრს კარგავს.

2023 წლის 2 ოქტომბერს კონსერვატორიამ სარჩელით (სარჩელი უზრუნველყოფით) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის 25 სექტემბერს გამოცემული კონსერვატორიის რექტორის არჩევნების გაუქმების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრძანების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა.

იმის გათვალისწინებით, რომ შუამდგლომლობა არ დაკმაყოფილდა, მოქმედ რექტორს კი 21 ოქტომბერს ეწურება ვადა, სასამართლო განხილვა აზრს კარგავს", - აცხადებენ კონსერვატორიაში.

მსგავსი სიახლეები