დანიშნეთ სპეციალური რეისები, რომ მოხდეს ქართველების ევაკუაცია ისრაელიდან - ვაშაძის მიმართვა მთავრობას

10.10.23 20:26
დანიშნეთ სპეციალური რეისები, რომ მოხდეს ქართველების ევაკუაცია ისრაელიდან - ვაშაძის მიმართვა მთავრობას

"მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” და საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ მიიღეთ შესაბამისი ზომები, დანიშნეთ სპეციალური რეისები, რომ მოხდეს ქართველების ევაკუაცია ისრაელიდან", - ამ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ავრცელებს.

ვაშაძე საქართველოს მთავრობას მიმართავს და ისრაელიდან სპეცრეისების დანიშვნას ითხოვს.

ისრაელში საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს სასწრაფოდ ესაჭიროება სამშობლოში დაბრუნება. ამისთვის კი საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს რაც არის პირდაპირ დანაშაული საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ეს არის პირდაპირ ქართველი ხალხის გაწირვა ხელისუფლების მხრიდან. 

 მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” და საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ მიიღეთ შესაბამისი ზომები, დანიშნეთ სპეციალური რეისები, რომ მოხდეს ქართველების ევაკუაცია და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება. ეს თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა,” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

მსგავსი სიახლეები