ყოველ წუთს რაკეტებს ისვრიან, ფეხმძიმე ქალებს მუცლები გადაჭრეს - კაკული გურიელაშვილი

10.10.23 21:15
ყოველ წუთს რაკეტებს ისვრიან, ფეხმძიმე ქალებს მუცლები გადაჭრეს - კაკული გურიელაშვილი

„ძალიან მძიმე სიტუაციაა, ყოველ წუთას რაკეტებს ისვრიან,“ - ეს განცხადება კაკული გურიელაშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.

გურიელაშვილი ოჯახთან ერთად ქალაქ აშკელონში იმყოფება, რომელიც თავდასხმის ერთ-ერთი ეპიცენტრია.

ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს მუცლები გადაჭრეს, ასეთი რამ არ ხდება მსოფლიოში, მადლობა ჯარს, მთავრობას, რომ ერთად ვდგავართ, ჭირში და ლხინშიც ერთნი ვართ.
40-45 წუთი შეტევები იყო შეუჩერებლივ, რაკეტებს ისვრიდნენ, ტელევიზიებიდან ვიცით, რომ ყველა რაკეტა განეიტრალდა, მსხვერპლი არ არის," - ამბობს გურიელაშვილი.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ისრაელის თავდაცვას - კაკული გურიელაშვილის შვილი ამბობს, რომ ამ კითხვის დასმის დრო ახლა არ არის.

მორალურად ძალიან დავარდნილები ვართ მოსახლეობა იმის გამო, რომ ასეთი საზიზღარი აქტი მარტო ისრაელში კი არა, მსოფლიოში არავის ახსოვს, მითუმეტეს ებრაელებს, რომლებსაც არაფრის გამო გვდევნიან, ასეთი აქტი მეორე მსოფლიო ომის მერე არ ყოფილა, რომ ამდენი ხალხი დახოცილიყო ერთ დღეში, მსოფლიო ფეხზე უნდა იდგეს და ერთ წელში არ უნდა დაივიწყონ. ცარიელი სიტყვები არ არის, ძლიერად უნდა დავდგეთ, ისრაელი დღეს გადის ისეთ პროცესს, რომ მთელი მსოფლიოსთვის იბრძვის. ჰამასი, ისბალა - ხვალ სხვა სახელს დაარქმევენ, როცა იდეოლოგიაში ჩამჯდარი აქვს ხალხს, ბოლომდე უნდა გავანადგუროთ, სხვა ვარიანტი არ არსებობს, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ და ვიარსებოთ.
როდესაც ისინი სიკვდილს აღმერთებენ, უმძიმესი მიდგომა აქვთ, იმედია, რომ ამ ურთულეს პერიოდს მალე გავივლით და წელში გავსწორდებით,“ - ამბობს მიხეილ გურიელაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები