მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტია, მთავარია ბოლომდე მიყვანა, განადგურება კერის - ზაზა გოგავა

10.10.23 21:28
მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტია, მთავარია ბოლომდე მიყვანა, განადგურება კერის - ზაზა გოგავა

„ეს არის ერთი ბრძოლის ამ უბედურების, რასაც ტერორიზმი ჰქვია, ჯაჭვი. ეს არის ის, რაც 2008-ში დაიწყო საქართველოში და ასე გრძელდება მსოფლიოში წარმატებით,“ - ეს განცხადება გენერალმა ზაზა გოგავამ „რეაქციაში“ გააკეთა.

ზაზა გოგავას თქმით, ისრაელი ახლა ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის და „ჰამასი“ მოსახლეობას ფარად იყენებს. გოგავას თქმით, ახლა ისრაელის მთავარი ამოცანაა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია სრულად გაანადგუროს.

თუ ამას შევაფასებთ სამხედრო კუთხით, ალბათ, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტია. უნდა ითქვას ისრაელის სახელმწიფოს მისამართით, ჩვენ ვიხილეთ შეტევის დაწყებიდან რამდენიმე საათში პრემიერი და მან მოსახლეობას განუცხადა, რომ ეს არ არის ოპერაცია, ეს არის ომი, ისრაელში ომია. ის, რომ მოწინააღმდეგე არის ტერორისტი, ის შემზარავი ფაქტები, რაც მიაწოდეთ აუდიტორიას, ეს არის ტერორიზმის სახე, ეს არის ერთ-ერთი მიმართულება ბრძოლისა, სადაც ტერორისტები იყენებენ მოსახლეობას ფარად.
აქ არის მთავარი ბოლომდე მიყვანა, განადგურება იმ კერის, საწყისების, თუ შეიძლება თქვას ვინმემ ბოლოს, რომ გავანადგურეთ ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი,“ - ამბობს ზაზა გოგავა.

 

მსგავსი სიახლეები