ისრაელი ძალიან მკაცრია ტერორისტების მიმართ. ეს არ არის კბილი კბილის წილ, კბილები კბილის წილ არის - სანიკიძე

10.10.23 21:36
ისრაელი ძალიან მკაცრია ტერორისტების მიმართ. ეს არ არის კბილი კბილის წილ, კბილები კბილის წილ არის - სანიკიძე

"ეს არ არის კბილი კბილის წილ, კბილები კბილის წილ არის," - ასე აფასებს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე ისრაელში მიმდინარე პროცესებს და ამბობს, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ისრაელი ძალიან მკაცრია. 

როგორც სანიკიძე ამბობს, რადიკალურ სამხედრო დაჯგუფებას "ჰამასს" ძალიან კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ ამ ომში ის წაგებულია. 

ტერორიზმთან ბრძოლაში ისრაელი ყველაზე გამოცდილია. ისრაელი არის ძალიან მკაცრი ტერორისტების მიმართ. ეს არ არის კბილი კბილის წილ, კბილები კბილის წილ არის.
ერთი, რაც ფაქტი არის და დიდი ხანია ცნობილია, რომ ირანი ეხმარება შეიარაღებით კუთხით, მაგრამ ირანის მთავარი ინტერესი არის ჰესბოლა. პალესტინის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ირანისთვის სიმბოლური თვალსაზრისით, ჩაგრულების მჩაგვრელებზე გამარჯვების იმედი თუ ლოზუნგი, ასე ამთავრებენ ხოლმე წერილებს.
მეორე მომენტი - ოპერაცია, რატომ არის მხოლოდ ნგრევა - თუ მართლა რეალური ომის დაწყება გინდა, ამ შემთხვევაში კოორდინირებული უნდა ყოფილიყო სამმხრივი დარტყმა - ერთი ღაზას სექტორიდან, მეორე დასავლეთ ნაპირიდან, მესამე ჰესბოლადან. ჰესბოლადან მგონი, ორი რაკეტა იყო. დასავლეთ ნაპირზეც რაღაც იყო, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მითუმეტეს ისრაელი ხისტად აკონტროლებს საზღვრებს.
ნათელია აქ, რომ შენ ხარ ბევრად სუსტი ძალა ისრაელზე, შენ უბრალოდ უნდა უკბინო და ასეთ საშინელებას აკეთებ და თავს წირავ,“ - ამბობს გიორგი სანიკიძე.