პირველი ოჯახი, ვისთანაც ჩამოვედი, ის ადამიანი ჯერ აწამეს და დახვრიტეს, ჩემი შვილის მეგობარი მძევლადაა - დავარაშვილი
„სამჯერ მივმართე და პასუხი არ მოსულა ჯერ,“ - ეს განცხადება „რეაქციაში“ ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა მამუკა დავარაშვილმა გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ ისრაელში საბრძოლველად მზადაა.
დავარაშვილის თქმით, 360 ათასი რეზერვისტია გამოცხადებული. მისი შვილიც ისრაელის ჯარშია, თუმცა ჯერ არ გამოუძახებიათ.
სამჯერ მივმართე და პასუხი არ მოსულა ჯერ. 360 ათასი რეზერვისტი, მგონი ნახევარია, იძახიან, რომ 700 ათასამდე შეიძლება ავიდეს.
ყოველთვის იყო ოპერაცია, პირველად 73 წლის შემდეგ ომი დაერქვა, გამოცხადებულია ჩვეულებრივი ომი. გავედი ქალაქგარეთ და სამხედრო ტექნიკა არ ჩერდება და ხალხი დგას და საჭმელებს ესვრის და აცილებენ. საშინელი ტრაგედიაა, ისეთი ტრაგედიაა ისრაელში, ეს ომია, რომელიც უნდა მოვიგოთ.პირველი ოჯახი, ვისთანაც ჩამოვედი, ის ადამიანი ჯერ აწამეს და დახვრიტეს. გოგებზე ვერ გავდივართ კონტაქტზე, ჩემი შვილის უახლოესი მეგობარი მძევლად არის,“- ამბობს მამუკა დავარაშვილი.