ვფიქრობ, რომ მიიტანენ შეტევას იერუსალიმზე - ლელა ჯეჯელავა

10.10.23 21:53
ვფიქრობ, რომ მიიტანენ შეტევას იერუსალიმზე - ლელა ჯეჯელავა

„ვფიქრობ, რომ მიიტანენ შეტევას იერუსალიმზე,“ - ეს განცხადება „რეაქციაში“ თეოლოგმა ლელა ჯეჯელავამ გააკეთა.

ჯეჯელავა ვარაუდობს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია შეტევას იერუსალიმზე მიიტანს. ჯეჯელავა ფიქრობს, რომ ომი ისრაელში გრძელვადიანი იქნება. 

ამ კონფლიქტს დიდად ვერ დავაშორებ იმას, რაც ხდება უკრაინაში. იქაც აბსოლუტურად იგივეა, მიწა მხოლოდ საბაბია - მიწა კი პალესტინასა და ისრაელს შორის იყო კონფლიქტის საგანი, მაგრამ მიწა ახლა საბაბია. ახლა უფრო ღრმა ფესვები აქვს ამ კონფლიქტს, საერთოდ პარადიგმების შეჯახებაა და ჩვენს თვალწინ ძველი ეპოქის მატრიცის ნგრევა ხდება.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამას მხარდამჭერებიც ჰყავთ და მხოლოდ ჰამასის შემოქმედება არ არის, ეს გრძელვადიანია - თავად ჰამასისი სპეცოპერაციას ჰქვია ასეთი სახელი - ალაქსას ქარიშხალი (წყევლა). სხვა დანიშნულება აქვს ამ ოპერაციას - ვფიქრობ, რომ მიიტანენ შეტევას იერუსალიმზე. განზრახვა, რომ იერუსალიმზე შეტევა მიიტანონ, ნამდვილად არის. კარგად არის დაგეგმილი ეს ოპერაცია, რაც აქამდე ვნახეთ, რამაც რეალურად მთელი მსოფლიოს გაოგნება გამოიწვია, როგორ შეიძლებოდა ასეთი თავდაცვისუნარიან სახელმწიფოს ეს გამოეპარა, ეს მოხდა,“ - ამბობს ჯეჯელავა.