ბაიდენი ნეთანიაჰუს ესაუბრა, ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა განიხილეს - თეთრი სახლი

10.10.23 22:21
ბაიდენი ნეთანიაჰუს ესაუბრა, ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა განიხილეს - თეთრი სახლი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრი სახლის ცნობით, საუბრისას "ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა განიხილეს".

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით თავდასხმის დაწყების შემდეგ, ეს ჯო ბაიდენის მესამე სატელეფონო საუბარია ისრაელის პრემიერმინისტრთან.

აშშ-ის პრეზიდენტი დღეს ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. ეს იქნება მისი მეორე მიმართვა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით თავდასხმის შემდეგ.